ირაკლი კობახიძე – მარგველაშვილი ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის, ასეთი ადამიანები არ შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ კულტურას

ავტორი
Front News საქართველო
როდესაც მას უთხრეს რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ, გაყიდვა დაუშვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, აქედან ჩანს გიორგი მარგველაშვილის სახე და არ შეიძლება ასეთი ადამიანები, იყვნენ პოლიტიკაში.
“მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს რომ 10 500, თუ რამდენი იყო, დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან ერთადერთი ასეთი რაღაცა თქვა, რომ 10 500 დოლარად როგორ გავიყიდებოდიო. ანუ, გაყიდვა დაუშვა. აქედან ჩანს მისი სახე, ასეთი ადამიანები არ შეიძლება იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ასეთი ადამიანები არ შეესაბამება ქართულ პოლიტიკურ კულტურას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




