
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილის წერილი, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას სთხოვს, სიყალბეა.
“ამ დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, რაც მათ ფარსზე, სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ ნებისმიერი მათი ასეთი ნაბიჯი არის ყალბი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენ შენი შვილი გაათხოვო არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო, ეს წერია მარგველაშვილი წერილში ზუსტად, რომ ჩვენი მახინჯი გოგო იქნება მოიყვანო ცოლადო და არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო და შესაბამისად ამას ხელს ვერ მოვაწერთ”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წერილი დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს გადასცა. მას ხელს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და 2016 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარეები აწერენ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს