
ავტორი
Front News საქართველო
როცა იმართება ხოლმე ბიზნესასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება.
"ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ზოგადად, როცა იმართება ხოლმე ბიზნესასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლაც იყო, რატომაც ჩვენ გამოვედით განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით. მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს