
ავტორი
Front News საქართველო
მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ სრულიად ალოგიკური ნაბიჯი გადადგა, რაც ევროკავშირის ელჩის გაწვევას უკავშირდება, ბუნებრივია, ასეთ დროს ხელისუფლების წარმომადგენელი ვერ იქნება იქ. ძალიან მარტივადაა აქ საქმე: მიუხედავადს იმისა, რომ თანაგრძნობის ხარისხი უკრაინელების მიმართ ჩვენს მხარეს არის გულწრფელი, განსხვავებით „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებისა, რომლებიც იქ იდგებიან, ამის მიუხედავად ჩვენ იქ ვერ მივალთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – თუ აპირებს „ქართული ოცნებიდან“ ვინმე რუსთაველის გამზირზე მისვლას, სადაც დამონტაჟებულია ეკრანი და უკრაინის პრეზიდენტის ჩართვა იგეგმება.
“ჩვენ ვერ ჩავეძიებით აქ არახამიაა, ადეიშვილი თუ სააკაშვილი მიზეზი. როდესაც სახელმწიფოს მიმართ გადაიდგმება ალოგიკური ნაბიჯი ამას რეაქცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ნაწყენი ვერ ვიქნებით იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც არის ომის მდგომარეობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს