Logo

ირაკლი კობახიძე - მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება

პოლიტიკა
95
Frontnews image description

თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არავის არ ჰქონდა განზრახული ელენე ხოშტარიას დაპატიმრება.

"სასამართლომ შეუფარდა გირაო, არა - მაინცდამაინც უნდა რომ ჩაჯდეს ციხეში, ეს არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა. დემოკრატიაა და შეუძლიათ, ეს ფორმაც გამოიყენონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement