Logo

ირაკლი კობახიძე - მათ არ მოსწონთ სწორედ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში, შესაბამისად, დაუპირისპირდნენ ჩვენი გმირი მეფის მონუმენტს

პოლიტიკა
379
Frontnews image description

ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება, - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერეკლე II არის პატრიოტიზმის, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან - მათ არ მოსწონთ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში.

"მათ ბოლომდე აჩვენეს საკუთარი სახე. ჩვენ დავდგით გმირი მეფის ძეგლი დედაქალაქში და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი, გაღიზიანება. ეს არ არის ახალი. პირდაპირ გამოჰყავდათ საკუთარი უცხოელი აგენტები, ლევან ბერძენიშვილის თამადობით და ალანძღინებდნენ ჩვენს გმირ მეფეს. იმიტომ, რომ ერეკლე II არის პატრიოტიზმის სიმბოლო, გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში და სწორედ ამას ებრძვიან ისინი. მათ არ მოსწონთ სწორედ პატრიოტიზმი და გონიერება პოლიტიკაში, შესაბამისად, დაუპირისპირდნენ ჩვენი გმირი მეფის მონუმენტს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement