
ავტორი
Front News საქართველო
"ლელო“ თვითონ იყო ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილე, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა შეაფასა „ლელოს“ პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არც ერთ სისტემაში ბოიკოტს არ მოუცია შედეგი ოპოზიციისთვის.
"ლელოც“ იყო ამ საბოტაჟის ერთ-ერთი მონაწილე. ასე დაავალეს, მათ შორის ყოფილი ადმინისტრაციიდან და ასე იმოქმედეს. თვითონ თქვეს უარი მანდატებზე. აქედან გამომდინარე, ახლა „ლელო“ სხვას რომ ესაუბრება, აბსოლუტურად ალოგიკურია. თვითონ იყვნენ ამ პოლიტიკური დანაშაულის თანამონაწილეები, თვითონაც თქვეს უარი 2024 წელს და მანამდეც, 2020 წელს საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე. შესაბამისად, „ლელოც“ არის ამ დანაშაულის თანამონაწილე. რაც უთხრეს, რაც დაუკვეთა უცხოურმა აგენტურამ, ის შეასრულეს. ახალ ადმინისტრაციას აქვს განსხვავებული მიდგომა და შესაბამისად, „ლელოს“ ნაწილმა გადაწყვიტა განსხვავებული მესიჯებით ისაუბროს, თუმცა ეს მათ დანაშაულს ვერ გაასუფთავებს. მათ ჩაიდინეს პოლიტიკური დანაშაული, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე და ამ ცოდვას ასე მარტივად ვერ მოიშორებს „ლელო“, რომელიც იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაულის პირდაპირი თანამონაწილე.
რაც შეეხება მანდატების გამოყენებას, ჩვენ ვნახოთ, 2028 წელს რა მოხდება, რომელი პარტიები მიაღწევენ 2028 წლის არჩევნებამდე. ეს საკონსტიტუციო სასამართლოზეც არის დამოკიდებული. შემდეგ ვნახოთ, არჩევნებამდე მიღწეული პარტიებიდან ვინ ისარგებლებს და ვინ არ ისარგებლებს მანდატებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს