ირაკლი კობახიძე - მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ


ავტორი
Front News საქართველო
საბოტაჟის საქმეზე გიგაურის გამოკითხვის დეტალები მე არ ვიცი, ეს არც არის ჩემი საქმე, მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ „ენჯეოები“ პირდაპირ იყვნენ ჩართულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.
მისივე თქმით, მათ შორის, ეკა გიგაური 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა საქართველოს უსამართლოდ არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომასა და ახალი მთავრობის დაკომპლექტებას მისი ჩართულობით.
„მაგალითად, მე მახსენდება პირადად გიგაურიც, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, როგორ ავიდა სცენაზე 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უსამართლოდ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და როგორ მოითხოვეს არამარტო მთავრობის გადადგომა, არამედ საკუთარი ჩართულობით ახალი მთავრობის დაკომპლექტებაც, რაც საერთოდ არ არის „ენჯეოების“ საქმე. ანუ, მათ სცადეს რევოლუციური პროცესების წარმართვა უცხოური დაფინანსებით, რაც არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური მოვლენა, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, დანარჩენზე სამართალდამცავი უწყებები იმსჯელებენ", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს