Logo

ირაკლი კობახიძე – მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ

პოლიტიკა
1121
Frontnews image description

რადიკალური ოპოზიცია ისედაც არის გაერთიანებული. ისინი არიან ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მათი ერთიანობის მთავარი საფუძველი არის ის, რომ მათ ჰყავთ საერთო პატრონი.

“თუმცა, ვერც ერთიანად და ვერც ცალ-ცალკე მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება. შესაბამისად, არც ერთიანობით და არც დაშლით მათ არავითარი წარმატების რესურსი არ აქვთ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ“, –  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები