
ავტორი
Front News საქართველო
ახალგაზრდები შეიძლება არიან, მაგრამ მათ გულწრფელობაში სერიოზულად მეპარება ეჭვი, თუმცა თუ მათ აქვთ სურვილი, აბსოლუტურად მზად ვარ, ჩვენ მზად ვართ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, როგორია მისი პოზიცია მიხეილ ჯანელიძისა და თინათინ ხიდაშელის მხრიდან საჯარო დისკუსიის შეთავაზებაზე.
მან აღნიშნა, რომ ამ ადამიანების სურვილის შემთხვევაში, დისკუსიისთვის მზად არის.
“ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, აქვე გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ ადამიანების გულწრფელობაში ეჭვი მეპარება, მზად ვართ, კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს