
ავტორი
Front News საქართველო
პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება, – აცხადებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
“მთავარია მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით თუ რას ვაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდება, მათ შორის დავიწყებთ იმ პუნქტების შესრულებას, რომლებიც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩამოთვლილი.
ასევე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის. დღევანდელი აქციაც ამის ნათელი მაგალითი იქნება. გარდა ამისა, რიტორიკა არის ის, რაც არის სრული ლუსტრაცია იმისა თუ როგორია ოპოზიციის განზრახვა. მათი განზრახვაა პოლარიზაცია გააღრმაონ, რათა შექმნან საფუძველი არეულობისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებისთვის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ომამდე მიყვანისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სცენარი წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს