ირაკლი კობახიძე - მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი და ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე, ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მზია ამაღლობელის და ზვიად რატიანის საქმეებს შეეხებოდა.
მისი თქმით, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით.
"მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოს ყოველთვის ექნება სათანადო რეაგირება ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე, ეს არის ის რეალობა, რომელიც დადგა კონკრეტული პირების მიმართ", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს