ირაკლი კობახიძე - მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება

ავტორი
Front News საქართველო
მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდში განუცხადა.
მისი თქმით, ისინი არიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, დიდი გამოცდილებით და გული შესტკივათ თბილისზე.
"მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმი ტრადიციულად არის კვალიფიკაცია, კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული კანდიდატი არის შერჩეული ამ ძირითადი კრიტერიუმებით. ისინი არიან საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები, დიდი გამოცდილებით და გული შესტკივათ ჩვენს ქალაქზე “, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




