Logo

ირაკლი კობახიძე - მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც მხილებული იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში, დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას

პოლიტიკა
349
Frontnews image description

მძიმე ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში,  ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE“-ში ბაჩო ახალაიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისუფლებაში სადიზმის დაბრუნებას.

"ჩვენთვის პრიორიტეტია ზოგადად, კანონის აღსრულება, ჩვენ ვსაუბრობდით სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფო უნდა იყოს უკომპრომისო და ერთ-ერთი ასეთი არის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. 4 ოქტომბერს დაიგეგმა მძიმე დანაშაული. ეს იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ამ დანაშაულში ჩართული იყო მრავალი პირი, მათ შორის, იყვნენ კონკრეტული ორგანიზატორები და როგორც დღეს დამატებით დაზუსტდა, ორგანიზებაში მონაწილეობდა ყოფილი მაღალჩინოსანი, ბაჩო ახალაია. დანარჩენს დააზუსტებს გამოძიება. მძიმე ფაქტია ის, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ ძალიან მძიმე დანაშაულებში და იცით, რაც ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში, ამ გამოძიებიდან ირკვევა, რომ ასეთი ადამიანები დღემდე ფიქრობენ ახალი დანაშაულების ჩადენას და უფრო მეტიც, ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და მათ სურთ, გაიმეორონ ის, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, არ დავუშვათ ეს ყველაფერი. ამას აქვს მათ შორის, პრევენციული მიზანი - ამ ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ხელისულებაში სადიზმის დაბრუნებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღსრულდეს კანონი და დღევანდელი დღეც არის ამის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები