ირაკლი კობახიძე - მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მძიმეა ჩვენთვის ის დანაშაულები, რომლებიც გამოვლინდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მიმართებით. ჩვენთვის მტკივნეულია, მათ შორის პერსონალური კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ზე გამართულ დებატებში განაცხადა.
მისი თქმით, მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს.
“რაც შეეხება 2 ნაწილად დაყოფას, რეალურად ასეა, იმიტომ, რომ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ და უნდა ვთქვათ, რომ მძიმე პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული 2 წლის განმავლობაში და ბუნებრივია, ის უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვიწევს ამის ეტაპებად დაყოფა, რეალურად ასეა. ჩვენ კი არ ვყოფთ ამას, ეს ფაქტია, რომ 2023 წლის დეკემბრისთვის ჩვენ გამოვავლინეთ პრობლემების ერთობლიობა, აქედან მოყოლებული დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და კონკრეტული შედეგები მივიღეთ. ეს შედეგები არის კონკრეტულ მონაცემებსა და ფაქტებში გამოხატული”, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




