ირაკლი კობახიძე - მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში და სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი


ავტორი
Front News საქართველო
როდესაც 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.
მისი თქმით, ევროპულ სტრუქტურებში მძლავრობს არაფორმალური მმართველობა და სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი.
"დეზინფორმაციით არის გაჯერებული სამწუხაროდ, ეს წერილი. რაც შეეხება პოლიტიკოსების დაპატიმრებას - აბსოლუტურად აცდენილია ის შეფასებები სინამდვილეს, რასაც წერილში ვკითხულობთ. იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც. აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ საუბარია 17 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელზე და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით ქვეყნდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, ეს ძალიან დასანანია. მძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს სრულიად წაშლილია ყველანაირი მორალური ზღვარი. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს თუნდაც ასეთი მაღალი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს