
ავტორი
Front News საქართველო
“მელია არის უთავმოყვარეო კაცი, ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვას აპირებს.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმე. აქვე, აღნიშნა, რომ ამ შიდა დაპირისპირებებით უკვე ჩამოსცდნენ 20 პროცენტს და იმედია 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან.
“მელია არის უთავმოყვარეო კაცი, ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას. ხაბეიშვილი რომ მოგიგებს არჩევნებს და მაინც არ გადიხარ იმ პარტიიდან, რა თავმოყვარეობაზეა საუბარი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, მელია არავითარი ფაქტორი არ არის, არც პლუსი, არც მინუსი, არაფერი რაიმე განსაკუთრებული ცვლილების შეტანა ამ ყველაფერს არ შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, ეს არის მათი შიდა საქმე, უნდათ გარიცხონ, უნდათ გააგდონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია.
ეს პროცესი კარგია. ამ შიდა დაპირისპირებებით ჩამოსცდნენ უკვე 20 პროცენტს და იმედია, 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან, ასე მიუახლოვდებიან საპარლამენტო არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს