ირაკლი კობახიძე - მერობის კანდიდატებად ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანს წარვადგენთ, ლენტეხში გიორგი გაზდელიანს, ამბროლაურში ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში დავით ლობჟანიძეს


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.
მან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში ორ მუნიციპალიტეტში - ცაგერსა და ლენტეხში კანდიდატებად საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეები წარადგინა, ამბროლაურსა და ონში კი - წარმატებული მეწარმეები.
"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში 2 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ მოქმედ საკრებულოს თავმჯდომარეებს. ესენია: ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანი, ლენტეხში: გიორგი გაზდელიანი.
რაჭაში მერობის კანდიდატებად წარვადგენთ წარმატებულ მეწარმეებს: ამბროლაურში - ზაზა ქევანიშვილს, ხოლო ონში - დავით ლობჟანიძეს“, - განაცხადა კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს