Logo

ირაკლი კობახიძე - მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა

პოლიტიკა
241
Frontnews image description

ოპოზიცია მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევს, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა.

"ფაქტია, რომ დიდი არჩევანი აქვს რადიკალურ ოპოზიციას და საინტერესო სპექტრში არჩევენ საკუთარ კანდიდატებს. ამ მდგომარეობაში რომ არის ოპოზიცია, ეს ერთი მხრივ ძალიან კარგია, თუმცა მეორე მხრივ ტრაგიკულ სურათს  აჩვენებს. მეტ-ნაკლებად საზოგადოების ღირებულებებთან მიახლოებულ კანდიდატს ვერ არჩევენ საერთოდ. ეს არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ ითანამშრომლოს რუსეთთან ალეკო ელისაშვილის გადაცემის მიზნით.

"ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ყველგან და ყოველთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა შეხედულება გვაქვს ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ ჩვენს მოქალაქეს დავიცავთ ყველგან და ყოველთვის, დანარჩენი არაფერი არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 

Advertisement