
ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, აქცენტი გაკეთდება უფრო სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე და არა სააკაშვილის შეწყალებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას -„ელოდებით თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს?“
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა პირდაპირ ეწინააღმდეგება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
“მე მგონია უფრო სხვა გეგმები აქვთ სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობრებს. გეგმა უფრო მეტად ორიენტირებულია იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ფსევდო-შუაშისტურმა პოლიტიკოსმა მიიღოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და ამ მიზანს, თავისი არსით, პირდაპირ ეწინააღმდეგება სააკაშვილის შეწყალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს