ირაკლი კობახიძე – მგონია, რომ მომავალში უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული


ავტორი
Front News საქართველო
ხედავთ, რომ სანქციები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დაასანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი და არ შეიძლება ასეთი შეცდომები დაუშვან ადამიანებმა, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ.
“სანქციები არის კონტრპროდუქტიული, ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის 2 მაღალი თანამდებობის პირი, ორი 2008 წელს ნაბრძოლი ადამიანი, ასეთი შეცდომები არ შეიძლება დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ მომავალში იქნება მიღებული უფრო პრაგმატული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს