ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რაც უკავშირდება ე.წ პოლარიზაციას , რადიკალიზმს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ კუთხით განიხილა მისი, როგორც პრეზიდენტის ფუნქცია სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამის მთავარი გარანტი ზეპარტიულობაა.
„თუ პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციით ევალება ზეპარტიულობა, არ მოქმედებს ზეპარტიულად, ის პირიქით, ხელს უწყობს პოლარიზაციის გაღვივებას, მით უმეტეს იმ ვითარებაში, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. გასული წლების განმავლობაში გვქონდა ხელოვნურად პოლარიზებული პოლიტიკური სივრცე და იმის ხარჯზე, რომ პრეზიდენტი 2021 წლიდან გახდა პარტიულად მიკერძოებული თანამდებობის პირი, ის დამატებით აღვივებდა ჩვენს ქვეყანაში ე.წ პოლარიზაციას. მთავარი გასაღები სწორედ ზეპარტიულობაშია. თუ პრეზიდენტი იქნება ზეპარტიული, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ხელი შეუწყოს ე.წ დეპოლარიზაციას, რადიკალიზმის შემცირებას და ეს იყო მთავარი დაპირება, რაც გასცა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი ზეპარტიულობა უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუშალოთ გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ პოლარიზაციის ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება, დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტს

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის არჩევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში

ირაკლი კობახიძე – მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია ახალი თავია საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში