ირაკლი კობახიძე – მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
“ნეტა ყოფილიყო საქართველოში. ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში. მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო საქართველოში არაა ჩაწერილი. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ. როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად მობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი საქართველოში არ არის. შესაბამისად, ამ კლუნის დაჭერა ცოტა ხნით გადაიწევს, თუმცა, კანონი, საბოლოოდ, მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
