
ავტორი
Front News საქართველო
მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, გეკა გელაძე იყო ძალიან წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მინისტრობისას, უამრავი ცვლილება განხორციელდა, პრინციპულად შეიცვალა მიდგომები და პოლიტიკა.
"მინდა, ოფიციალურად წარმოგიდგინოთ სამსახურის ახალი ხელმძღვანელი - ბატონი გეკა გელაძე. მინდა, ხაზი გავუსვა უამრავ ცვლილებას, რომლებიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. წლების განმავლობაში ბევრი პრობლემა დაგროვდა და თქვენ იცით, რამდენად დიდი იყო ბატონი გეკას წარმატებები სხვადასხვა პრინციპული მიმართულებით. ხშირად ვსაუბრობთ რთულ მიმართულებებზე, მაგალითად, როგორებიცაა ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკული დანაშაული, ასევე მიგრაციის კუთხით ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. პრინციპულად შეიცვალა მიდგომები, პოლიტიკა და ამის შედეგებს ხედავს საზოგადოება. მე მინდა, მას მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება. ის ახალი არ არის ამ სამსახურში, შესაბამისად, ძალიან კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს