
ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ეკლესიას, ჩვენს დედა ეკლესიას, რომელიც დგას ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა უწმინდესსა და უნეტარეს შიო მესამეს, ასევე საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს.
"დღეს არ შეიძლება, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლიერება არ გამოვხატოთ უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის ილია მეორის მიმართ.
ის, რომ დღეს ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი არის მტკიცე, ასეთი მტკიცე საკუთარი ეროვნული იდენტობის, ეროვნული ინტერესების დაცვაში, არის იმ ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანას აჩუქა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მინდა კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მე მინდა მადლიერება გამოვხატო უწმინდესისა და უნეტარესი შიო მესამის მიმართ, რომელიც აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დღეს, ამ ურთულესი გლობალური და ეროვნული გამოწვევების ფონზე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთად დგომა. და რა თქმა უნდა, მე მინდა თქვენ გადაგიხადოთ მადლობა, საპატრიარქოს თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ უწმინდესო და უნეტარესო, უდიდესი თანადგომისთვის ქართული სახელმწიფოს მიმართ. უღრმესი მადლობა თქვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს