Logo

ირაკლი კობახიძე - მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით

პოლიტიკა
139
Frontnews image description

მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, მისი თქმით, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ მათ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები გაიაფების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, საპარლამენტო კომისიამ გამოკვეთა სტრუქტურული პრობლემები, რომელთა დაძლევის შემთხვევაშიც დამოკლდება მიწოდების ჯაჭვი და ეს პირდაპირ აისახება ფასების შემცირებაზე. ამას დასჭირდება მუშაობა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ესეც მოგვცემს შედეგს“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები