
ავტორი
Front News საქართველო
მამუკა მდინარაძის დანიშვნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამსახურის ახალი უფროსის გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა.
მან მამუკა მდინარაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკას ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება. მისი ლობირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა სამსახურის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ აისახება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს