ირაკლი კობახიძე – მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება, ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი


ავტორი
Front News საქართველო
მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 20 წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი და მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ.
“მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრისით. გამოწვევები არის სერიოზული. 20 წელიწადზე მეტია, ამ ქვეყანას არ ჰყოლია პატრიოტი პრეზიდენტი. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ მიხეილ ყაველაშვილი საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს