
ავტორი
Front News საქართველო
მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა. ყველაზე რთულ წუთებშიც ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით და სწორედ ამან მოგვცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ეს 4 წელი იყო ურთულესი.
“მთლიანად 12 წელი იყო რთული, არცერთი წელი ირ იყო იოლი, სხვადასხვა ტიპის გამოწვევები გვქონდა, მაგრამ განსაკუთრებით რთული იყო ბოლო 4 წელიწადი სხვადასხვა მიზეზების გამო, არ ჩავუღრმავდები და ყოველ ჯერზე, სადაც იყო განსაკუთრებით რთული მომენტები, ეპიზოდები, წუთები ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ქართველი ხალხი დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ქართველმა ხალხმა გამოვლინა განსაკუთრებული სიბრძნე, რაც ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ მიიღო 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართველ ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს.
„ბოლოს გადაგიხდით თქვენ მადლობას, მინისტრებს, მთავრობის წევრებს. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. თქვენ აკეთებდით უმნიშვნელოვანეს საქმეებს გასული 4 წლის განმავლობაში. ძალიან დეტალური და ვრცელია იმ საქმეების ჩამონათვალი, რომელიც თქვენ გაქვთ გაკეთებული. ეს ყველაფერი საკმაოდ ხელშესახებია საზოგადოებისთვის. ჩვენ გვქონდა, მათ შორის, გასული 2-3 თვის განმავლობაში არაერთი მასშტაბური პროექტის წარდგენის საშუალება ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თქვენი წვლილი ამ გამარჯვებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითოეულ თქვენგანს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას, იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ 4 წლის თავზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს