Logo

ირაკლი კობახიძე – მინდა ყველას მოგილოცოთ დავითობა, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო

პოლიტიკა
621
Frontnews image description

მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დავითობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც “ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მისი თქმით, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო.

“მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დავითობა, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო, ყველას მინდა გისურვოთ ჩვენი სამშობლოს გაბრწყინება, გაერთიანება და გამთლიანება“, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები