
ავტორი
Front News საქართველო
უახლოეს დღეებში დავიწყებთ ფართო კონსულტაციებს სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, რომ სტუდენტების, კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების კონცეფციას მივცეთ საბოლოო სახე და სისტემამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს პირველადი კონცეფციის მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენი მიზანია, შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. მინიმუმ რამდენიმე ათას სტუდენტს უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო და კერძო სტრუქტურებში, თანამშრომლობის საფუძველზე. გვინდა, მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. პირველი წელი იქნება საპილოტე და ვიზრუნებთ ამ სისტემის შემდგომ გაუმჯობესებაზე. იმისთვის, რომ პირველივე წელს ეს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების და სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, რომ ერთად მივცეთ მას საბოლოო სახე“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს