ირაკლი კობახიძე - მინუსს წინასწარმეტყველებდნენ და 7.9% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი


ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7%-მდე გაზარდა ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რაც, ბუნებრივია, იმის გამოძახილია, რომ ისინი ხედავენ წლევანდელ ტენდენციებსაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ოპოზიციონერი ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ ეკონომიკურ ვარდნას, ლარის კურსის ვარდნას და ზოგადად, ეკონომიკურ კრიზისს და ამის მაგივრად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოს მონაცემებით არის 7.9%.
"მინუსს წინასწარმეტყველებდნენ და 7.9% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც არის სწორი პოლიტიკის და სწორი მენეჯმენტის დამსახურება, იმის დამსახურება, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა