Logo

ირაკლი კობახიძე - მის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს

პოლიტიკა
203
Frontnews image description

მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, იმიტომ რომ ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, კონკრეტულ რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და შემდეგ მიატოვეს შუა გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მიერ ოპოზიციის კრიტიკას შეეხებოდა.

მისი თქმით, ხაბეიშვილის ადგილას, თავადაც იქნებოდა ნაწყენი.

"ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, ასეთი ამხანაგები მე არ მყავს", - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები