
ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე გახარიას უწოდებდა თვალთხარიას, გახარია ხაზარაძეს – თაღლითს, მათ ალიანსს არანაირად გამოვრიცხავდი იმიტომ, რომ მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ და კიდევ ერთხელ – ისინი არიან აგენტურა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და “ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე, “იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
“არ გამოვრიცხავ თუნდაც გახარიას და ხაზარაძის ალიანსს. რასაც უფროსი დაავალებს, იმას გააკეთებენ. შესაბამისად, თვალთხარია და თაღლითი ძალიან მარტივად შეიძლება გაერთიანდეს. საკმაოდ რეალურია ის, რომ ეს ორი სუბიექტი – გახარია, ხაზარაძე გაერთიანდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ერთმანეთს, მთელი ამ დროის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს