Logo

ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას

პოლიტიკა
406
Frontnews image description

მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ "ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას,  - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

მისი თქმით, თუ არ იქნება რეაგირება  ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს.

"მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას. ვნახოთ, დაველოდოთ, თუ არ იქნება არავითარი რეაგირება ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს, განურჩევლად იმისა, თუ სად არის სიმართლე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები