Logo

ირაკლი კობახიძე – მივესალმებით ირაკლი თავდგირიძის პრინციპულ გადაწყვეტილებას

პოლიტიკა
1078
Frontnews image description

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “იფსოსის” კვლევასთან და ირაკლი თავდგირიძის მიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

“ასევე, აუცილებლად უნდა გამოვეხმაუროთ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის – „მთავარის“ მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების გაყალბებას, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ წინა კვლევებისა და ეგზიტპოლების მცდარი მონაცემები არა არაკომპეტენტურობის, არამედ უხეში გაყალბების შედეგი იყო. ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა კვლევებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით ცდილობენ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განხორციელებას.

 

დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ სამ ინფორმაციას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვიხილავთ. ბუნებრივია, სააკაშვილის იმიტირებული შიმშილობით, სოციოლოგიური კვლევების გაყალბებითა და არეულობის გეგმების შედგენით იკვრება წრე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ბოროტ ბუნებასა და მის რევოლუციურ და დესტრუქციულ გეგმებს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 

მინდა, ასევე, გამოვეხმაურო, კიდევ ერთ საკითხს, გახარიას პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ბათუმის საკრებულოს ახლად არჩეული წევრის, ირაკლი თავდგირიძის მიერ ამ პარტიის დატოვებას და ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან ღიად გამიჯვნას. დღეს ყველა, ვინც სათანადოდ აფასებს მოვლენებს, ხედავს, რომ საზოგადოებას აქვს მკაფიო არჩევანი დესტრუქციასა და მშვიდობას შორის. ასეთ დროს, პოზიციის არდაკავება, სახლში დარჩენა და არჩევანის არგაკეთება დესტრუქციისთვის შანსის მიცემას ნიშნავს. შესაბამისად, მივესალმებით ირაკლი თავდგირიძის პრინციპულ გადაწყვეტილებას ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგისგან საჯაროდ გამიჯვნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები