ირაკლი კობახიძე - მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება

ავტორი
Front News საქართველო
მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ.
"ითქვა, რომ მიწებს ვყიდით უცხოელებზე, მინდა, შეგახსენოთ, რომ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც მთლიანად აიკრძალა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მკაფიოდ და გამჭვირვალედ. ცხადდება ყველაფერთან დაკავშირებით ღია აუქციონები და სწორედ აუქციონების საფუძველზე იყიდება მიწები. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტიტუცია ზღუდავს ამ მიწების გასხვისებას უცხოელებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




