ირაკლი კობახიძე - მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო სისტემაში, სამეცნიერო დებატები, სამეცნიერო დისკუსიების მოცულობა, რაც თავისუფლად გამოსწორებადია

ავტორი
Front News საქართველო
გამოწვევაა სუსტი კავშირი სწავლებასა და კვლევას შორის, ასევე თანამედროვე სტანდარტების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დეფიციტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო სისტემაში, რაც თავისუფლად გამოსწორებადია, უბრალოდ ამისათვის საჭიროა მწყობრი სისტემა.
"ზოგადად, კვლევა უნივერსიტეტებში პრაქტიკულად არ წარმოებს იმ მასშტაბით, როგორც უნდა წარმოებდეს. მიზერულია კვლევის წილი საუნივერსიტეტო სისტემაში. ჩვენთან მოქმედებს მეცნიერების დაფინანსების სრულიად განცალკევებული სისტემა, რომელიც არ არის ინტეგრირებული უნივერსიტეტების მიზნებთან და ამოცანებთან და ამასაც სჭირდება ცვლილება. აკადემიურ პერსონალსაც არ აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები კვლევისა და მეცნიერების სფეროში. მაგალითად, იგივე სახელმძღვანელოების მომზადების სფეროში და ა.შ. რეალურად, იშვიათად არიან დაკავებულები პროფესორ-მასწავლებლები სამეცნიერო საქმიანობით, მათ შორის, სახელმძღვანელოების მომზადებით, პროგრამების განვითარებაზე ზრუნვით და ა.შ. ამის შედეგი არის ის, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები და არ გვაქვს მაღალი დონის სახელმძღვანელოები, ხშირ შემთხვევაში ძირითად საგნებშიც კი. მაგალითად, მე ვასწავლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს და ორი ძირითადი საგანი გვაქვს - კონსტიტუციური სამართალი და ადამიანის უფლებები. ამ ორიდან ერთ-ერთში საერთოდ არ არის თანამედროვე სტანდარტების სახელმძღვანელო. ამის გამოსწორება შესაძლებელია ძალიან მარტივად და ამაზეც, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი პასუხი. მცირეა, ზოგადად, უნივერსიტეტებში სამეცნიერო დებატები, სამეცნიერო დისკუსიების მოცულობა, რაც შეიძლება თავისუფლად გამოსწორდეს, უბრალოდ ამისთვის საჭიროა მწყობრი სისტემა", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


