Logo

ირაკლი კობახიძე - მქონდა საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან

პოლიტიკა
360
Frontnews image description

მქონდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი  კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გავაჟღერე ის გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და უნგრულ მხარეს კონფერენციის ორგანიზებისთვის.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ვიქტორ ორბანს, რომელიც იყო მთავარი მასპინძელი, მასთან გვქონდა ასევე ორმხრივი შეხვედრის გამართვის საშუალება, ასევე ამ ფორმატში მქონდა იმის საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან. მთლიანობაში იყო საინტერესო ვიზიტი და მადლობა უნგრულ მხარეს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები