Logo

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით

პოლიტიკა
174
Frontnews image description

ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, გაგრძელდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც აქვს ქვეყანას.

"ჩვენ ვაკავშირებდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას, ამ კუთხით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს როლი, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის იდება ძალიან დიდი ინვესტიციები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში, პორტებში, აეროპორტებში. გაგრძელდება ამ მიმართულებით  სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ სახელმწიფოს ზღვასთან, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ შესაბამისი პოტენციალი, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement