ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ ბაკურიანში გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც

ავტორი
Front News საქართველო
იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბაზა შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც კურორტის ზამთრის სპორტის სახეობების სრულფასოვან ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.
"ტრამპლინიდან ხტომის ბაზის საკითხი განიხილებოდა ახალგაზრდული ოლიმპიადის ჭრილშიც, თუმცა მაშინ ფიზიკურად ვერ ესწრებოდა ამის გაკეთება. იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაზაც გაკეთდეს და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შევჯერდებით დადებით გადაწყვეტილებაზე და ეს ინფრასტრუქტურაც შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულფასოვანი გახდეს ბაკურიანის ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა", - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




