Logo

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი

პოლიტიკა
146
Frontnews image description

საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი.

"საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ადამიანები საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი. დანარჩენი არის სამართალდამცავი უწყებების საქმე“, -  განაცხადა კობახიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები