
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელზეც ამავე მედიასაშუალებამ მოგვიანებით აღიარა, რომ მცდარი ინფორმაცია გაავრცელა.
“ძალიან კარგია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არასდროს ტოვებს ხოლმე რეაგირების გარეშე ასეთ ტყუილებს და ასეთ შემთხვევაშია კარგია, ის მაინც გაბედა ამ კონკრეტულმა მედიასაშუალებამ და აღიარა ტყუილი, რომელიც გაავრცელა, თუმცა ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სიცრუეს ჰქონდეს ნაკლები გასაქანი ქართულ საზოგადოებაში, ქართულ მედიაში და კიდევ ერთხელ გავიმეორე, ეს კანონი, გამჭვირვალობის კანონი, პირველ რიგში ემსახურება სწორედ სიცრუის და ტყუილის პრევენციას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს