Logo

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ სუსმა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

პოლიტიკა
237
Frontnews image description

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის და გასაგებია, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდება ეს ყველაფერი, ეს ქსელი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დანიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება.

"სამწუხარო ის არის, რომ არიან ადამიანები, მათ შორის ახალგაზრდები, რომლებიც ჩართული ჰყავთ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რადიკალიზმის გაღვივებაში, ეს არის სერიოზული პრობლემა, სერიოზული გამოწვევა, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement