
ავტორი
Front News საქართველო
მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კატარში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
“ეს იყო ფაქტის კონსტატაცია. შეგახსენებთ, რომელი თანამდებობის პირები ითხოვდნენ ღია ტექსტით საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ეს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი – პრეზიდენტის შემდეგ ამაზე მაღალი თანამდებობის პირი არ არსებობს. დანილოვი პირდაპირ ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. ზელენსკის მთავარი მრჩეველი პოდოლიაკი პირდაპირ საუბრობდა მეორე ფრონტის გახსნაზე. ამ ფაქტის კონსტატაცია მოხდა ქვეყნის გარეთ – რაზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით ქვეყნის შიგნით. მე მგონია, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს ყველაფერი იმაზე, თუ რას ითხოვენ ჩვენი ქვეყნისგან, მათ შორის უკრაინელი მაღალჩინოსნები“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარკვეულ ძალებს უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში, თუმცა, ხელისუფლების ამოცანა და ვალდებულება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს