
ავტორი
Front News საქართველო
მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, ის არის იმ მიდგომის გაგრძელების მომხრე, რა მიდგომითაც მოქმედებდა მთავრობა გასული წლების განმავლობაში.
"საჯარო სამსახურში ხელფასები გასული წლების განმავლობაში ყოველწლიურად, როგორც მოგეხსენებათ, 10%-ით იზრდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია 2027 წლის ბიუჯეტზე მუშაობა, გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით. ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ზოგადად ქვეყნის განვითარება დიდწილად, სხვა მოქალაქეებთან ერთად დგას სწორედ საჯარო მოხელეებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდით პირველ რიგში ისარგებლონ სწორედ საჯარო მოხელეებმა. აქედან გამომდინარე, მე ვიქნებოდი იმ მიდგომის გაგრძელების მომხრე, რა მიდგომითაც ვმოქმედებდით გასული წლების განმავლობაში, დანარჩენს შევადგენთ მომავალი წლის ბიუჯეტს და იქ ვნახავთ კონკრეტულ მონაცემს“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს