ირაკლი კობახიძე - მოიხსენიებდნენ შეურაცხმყოფელი ტერმინებით, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება


ავტორი
Front News საქართველო
მე თავიდანვე აღვნიშნე ჩემს განცხადებაში, რომ ეუთო/ოდირისთვის ეს დაკვირვება იქნებოდა სერიოზული გამოწვევა, საპარლამენტო არჩევნების დროს, პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, მოიხსენიებდნენ მისიას შეურაცხმყოფელი ტერმინებით, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლაზე, ვერავის გაუკვირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობაიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების დროს, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან ეუთო/ოდირის მისიაზე და ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
"ყველას გვახსოვს, რა რეჟიმში უწევდა მუშაობა ეუთო/ოდირს საპარლამენტო არჩევნების დროს. პრაქტიკულად, ჩაკეტეს ოთახში, იყო სერიოზული ზეწოლა რამდენიმე სხვა მისიის მხრიდან, თუმცა თქვენ ნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა დადებითი დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს ზეწოლა გაიზრდებოდა ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. გახსოვთ, რომ პირდაპირ თავს ესხმოდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პარტნიორები ეუთო/ოდირს, ხშირ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელი ტერმინებითაც მოიხსენიებდნენ ეუთო/ოდირის მისიას, ასეთ პირობებში რომ მოტივაცია შემცირებული ჰქონდა ეუთო/ოდირს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვერავის გაუკვირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს