ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას

ავტორი
Front News საქართველო
ანაკლიის პორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება.
"ჩვენ ერთმანეთისგან პორტებს არ ვარჩევთ. ანაკლიის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მოლაპარაკებები აქტიურად წარიმართება, თუმცა, არის უამრავი დეტალი, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას. არის 6 ძირითადი საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურად განიხილება. როგორც კი მოვრიგდებით ყველა თემასთან დაკავშირებით, მოეწერება ხელი საბოლოო ხელშეკრულებას. ფოთის პორტის შესახებ ყველა ინიციატივასთან დაკავშირებით მზად ვართ თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




