Logo

ირაკლი კობახიძე - მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას

პოლიტიკა
155
Frontnews image description

ჩვენ გვაქვს გამორჩეული, ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო საგადასახადო რეჟიმი - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ანგარიშში საბაზრო ეკონომიკის ინდექსში საქართველოს მოწინავე პოზიციებს შეეხებოდა.

მისი თქმით, ქვეყანაში არის იდეალური საინვესტიციო გარემო და ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი ამ მიღწევების შენარჩუნებაა, მოსახლეობის კეთილდღეობისა და საგარეო გეოპოლიტიკური პოზიციების გამყარებისთვის.

"საინვესტიციო გარემო არის იდეალური ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ამ მიღწევების შენარჩუნება. ეკონომიკის ზრდა არის უმთავრესი იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისათვის, რომ საგარეო გეოპოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ, ზოგადად, ქვეყნის პოზიციები გავამყაროთ საერთაშორისო გეოპოლიტიკაში. მომავალშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Advertisement