ირაკლი კობახიძე – მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
“მიწის სისტემური რეგისტრაცია, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, რომლებიც უკვე გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ამ რეფორმის ფარგლებში აიზომა 1.5 მლნ მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა – 1 მლნ. შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მესაკუთრე. ყოველდღიურად აიზომებოდა და რეგისტრირდებოდა 3500-დან 4000-მდე მიწის ნაკვეთი. შეგვიძლია თავადაც წარმოვიდგინოთ, რამდენად მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ამ მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ბოლომდეა მისაყვანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ. არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები. კიდევ ერთხელ მადლობა იუსტიციის მინისტრს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
თაგები:
ირაკლი კობახიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს